1. თანხის დაბრუნების ვადები და სამართლებრივი საფუძვლები
  • მოვაჭრე ვალდებულია, მომხმარებელს გადახდილი თანხა დაუბრუნოს სრულად, გაჭიანურების გარეშე, ხელშეკრულებაზე უარის თქმის შესახებ შეტყობინების მიღებიდან, არაუგვიანეს 14 კალენდარული დღისა;
  • ნასყიდობის ხელშეკრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში, მოვაჭრეს უფლება აქვს, უარი თქვას თანხის დაბრუნებაზე მანამ, სანამ საქონელს არ დაიბრუნებს ან მომხმარებლისგან არ მიიღებს საქონლის გაგზავნის დამადასტურებელ დოკუმენტს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მოვაჭრემ თავად იკისრა საქონლის უკან წაღება;
  • ნივთის დაბრუნების პირობები არ ვრცელდება იმ ნივთზე ან მომსახურებაზე, რომლის ფასი 100 ლარს არ აღემატება.
  1. ნივთის მდგომარეობა, კომპლექტაცია და შეზღუდვები
  • ნივთის უნაკლო, პირვანდელი მდგომარეობა დადასტურდება კომპანიისთვის გადმოცემის მომენტში. დაბრუნების მომენტში, მომხმარებელს ნივთში გადახდილი თანხა სრულად აუნაზღაურდება;
  • ნივთის დაბრუნება შესაძლებელია მხოლოდ სრული კომპლექტაციით და დაუზიანებელი ქარხნული შესაფუთი მასალით.
  • მომხმარებელმა უნდა დააბრუნოს ყიდვის მომენტში მიმდინარე აქციის ფარგლებში მიღებული საჩუქრები ან/და სხვა ნივთები.
  • თუ არ დაბრუნდება აღნიშნული ნივთები/საჩუქრები, მათი ღირებულება გამოაკლდება მომხმარებლისთვის ასანაზღაურებელ თანხას;
  1. ტრანსპორტირება და ლოგისტიკა
  • ნივთის დაბრუნების პუნქტამდე ტრანსპორტირების ხარჯებს ანაზღაურებს მომხმარებელი;
  • მომხმარებელმა, დასაბრუნებელი ტექნიკა, კომპანიის მიერ დაბრუნების ფორმის დადასტურების შემდეგ უნდა მიიტანოს დაბრუნების პუნქტის სასურველ მისამართზე.
  1. ანგარიშსწორების წესი
  • მომხმარებელს თანხა დაუბრუნდება იმ ანგარიშსწორების ფორმით, რითიც თავდაპირველად ისარგებლა და იმავე პიროვნების ანგარიშის ნომერზე 10 სამუშაო დღის განმავლობაში პროდუქტის დაბრუნებიდან, ვინც განახორციელა გადახდის ტრანზაქცია (გარდა იმ შემთხვევისა, როცა მომხმარებელსა და გამყიდველს შორის შედგა დამატებითი შეთანხმება).